თხილეულისა და ჩირის ონლაინ მაღაზიის დირექტორი ზვიად გაგოშიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ონისი • Onisi, როგორც საქართველოს ფერმერების ნაწარმის დისტრიბუტორი, 6-7 თვეა რაც კომპანიად ჩამოყალიბდა.
აქამდე „ონისი“ პროდუქციით ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს ამარაგებდა.
ზვიად გაგოშიძე ამბობს, რომ „ონისი“, პირველი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც თხილეულსა და ჩირს ყიდის.
„ონისი • Onisi მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს და რაც მთავარია პროდუქციის დიდი ნაწილი ქართულია, ხოლო ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ქართული ნუშია“, - ამბობს ზვიად გაგოშიძე.
მისი თქმით, საქართველოში იზრდება ნუშისა და სხვადასხვა თხილეულის წარმოება და მომხმარებელს უვითარდება პროდუქციის ონლაინ შეძენის კულტურა, რაც მისი მაღაზიისათვის ძალიან პერსპექტიულია და ამიტომ 2023 წელი მაღალი პროცენტული ზრდით დაასრულეს.
„ჩვენი ნიშაა ხარისხი და მხოლოდ უმაღლეს, პრემიუმ ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ მომხმარებლებს. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და მომსახურების სერვისი ავიყვანეთ უმაღლეს დონეზე, რადგან მომხმარებელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ზვიად გაგოშიძე.
Business Insider Georgia- თან ზვიად გაგოშიძე ამბობს, რომ მუშახელის ნაკლებობა, პროდუქტზე ფასებთან არსებული ვითარება მათ ბიზნესზეც მოქმედებს, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, რომ პრობლემები დაძლიონ და პროდუქტებზე ფასები შეინარჩუნონ.
„2024 წლისთვის ექსპორტზე გასვლა გეგმაში არ გვაქვს, მაგრამ გვსურს ბაზარზე ჩვენი პოზიციების გამყარება, მომხმარებლების რაოდენობის ზრდა და პროდუქციის ახალი ასორტიმენტის დამატება“, - ამბობს ზვიად გაგოშიძე.
„ონისში“ ამ დროისთვის დასაქმებულია 20-მდე ადამიანი.
უახლესი