დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
9 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს მიაღწია - Galt & Taggart

9 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს მიაღწია - Galt & Taggart

01-11-2023 15:55:52

შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს და 2019 წლის დონის 91.6%-ი შეადგინა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების შეფასების დოკუმენტშია აღნიშნული. 

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ტურიზმის შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია და 3.25 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 2019 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. ამასთან, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 4.8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა, საიდანაც 3.7 მილიონი ტურისტი იყო, დანარჩენი კი ერთ-დღიანი ვიზიტორები. შემოსავლებისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზიტები ჯერ კიდევ ვერ დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს და 2019 წლის დონის 91.6%-ი შეადგინა.

სრული კვლევა იხილეთ აქ

იგივე თემაზე:

9 თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან $3,3 მილიარდის შემოსავალი მიიღო

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები