დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
7 ოქტომბერს კარდანახში “კარდანახის ღვინის“ ფესტივალი გაიმართება

7 ოქტომბერს კარდანახში “კარდანახის ღვინის“ ფესტივალი გაიმართება

01-10-2023 09:31:21


გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდანახში ღვინის ფესტივალი ჩატარდება. ღონისძიებაზე ძირითადად კახური მეღვინეობა იქნება წარმოდგენილი, ასევე თავს მოიყრიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები -  მხატვრები, ხის ოსტატები,  მცირე მეწარმეები, ხელოვანები და სხვა. ფესტივალს ტრადიციულად სასტუმრო ,,ამპელო“ უმასპინძლებს, რომელიც რეგიონში გამორჩეული ტურისტული ობიექტია.
აღნიშნულთან დაკავშირებითBusiness Insider Georgia - თან კომპანიის საოპერაციო მენეჯერი თამარ პაიჭაძე საუბრობს.
,,მესამე წელია, რაც კომპანია- შპს „კარდანახი 1888“  რიგით მესამე ღვინის ფესტივალის მასპინძელია. შემთხვევითი არ არის, რომ ღონისძიების ადგილად შეირჩა კარდანახი, რომელიც კახეთში მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია რადგანაც ამ სოფელში გვხვდება სამი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. მთელი აქცენტი ლოკაციაზე კეთდება, ამიტომ სხვადასხვა მწარმოებლები იქნებიან წარმოდგენილები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას უფრო უკეთ გაგვაცნობენ. ასევე გამოფენა დაეთმობა სხვადასხვა აქტივობას - ჩატარდება მასტერკლასები, ჩვენი მეწარმეები და დიზაინერები წარმოადგენენ ხელნაკეთ ნივთებს, ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდება და სხვა, სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი ფესტივალი ჩატარდება, - ამბობს თამარ პაიჭაძე“.
სასტუმრო „ამპელო“ მოუწოდებს მოქალაქეებს მობრძანდნენ ფესტივალზე 7 ოქტომბერს და უკეთ გაეცნონ  კარდანახის ღვინოებსა და კახურ ტრადიციებს, დასწრება თავისუფალია.
ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა გასინჯოს და დააგემოვნოს ადგილობრივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
ფესტივალის მასპინძელი და ორგანიზატორია ღვინის კომპანია ,,კარდანახი 1888”.

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები