დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
3 თებერვალს დათო ტურაშვილის წიგნის “ღვინის სამშობლო - საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართება

3 თებერვალს დათო ტურაშვილის წიგნის “ღვინის სამშობლო - საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართება

03-02-2024 18:00:00

3 თებერვალს დათო ტურაშვილის ქართულ-ინგლისური წიგნის “ღვინის სამშობლო - საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც Writers' Bar • H2SO4 • მწერლების ბარში გაიმართება.

როგორც ღონისძიების აღწერაშია აღნიშნული, დათო ტურაშვილი, ამ უხვად ილუსტრირებულ წიგნში, ცდილობს, მკითხველს უჩვენოს საკუთარი და, ზოგადად, ქართველის ემოციური დამოკიდებულება მშობლიური ვაზისა და ღვინის მიმართ, რომლის ისტორიაც, როგორც არტეფაქტებით დასტურდება, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან, დაახლოებით 8000 წლის წინ იწყება.

ქართველებს სჯერათ, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ამ წიგნში თავმოყრილი ფოტოები და ავტორისეული ტექსტი მკითხველს პატარა, მაგრამ ვაზის მრავალფეროვანი კულტურის მქონე ქვეყანაში ამოგზაურებს და პოპულარული ენით უამბობს ქართული ღვინის ფენომენზე, მის ისტორიაზე, იმაზე, თუ როგორ იქცა ვაზი, ვენახი და ღვინო ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

პრეზენტაციას და ლექციას წარმოგვიდგენს "ჩელთის" მეღვინეობა. მოუსმინე საყვარელ მწერალს და დალიე საყვარელი ღვინო.

დათო ტურაშვილის ქართლ-ინგლისური წიგნი სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები