2024 წლის იანვრიდან დღემდე, APM Terminals-მა ფოთის პორტში მაისში ყველაზე მეტი 53 129 TEU კონტეინერი დაამუშავა. იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 272,178 TEU კონტეინერი დამუშავდა.
კონტეინერის დამუშავების მეორე კვარტლის მონაცემები:
აპრილი - 45989 TEU
მაისი - 53129 TEU
ივნისი - 46548 TEU
2024 წლის 6 თვეში, APM Terminals Poti-მ ჯამში 158 საკონტეინერო გემი მიიღო:
საკონტეინერო გემების რაოდენობა მეორე კვარტალში:
აპრილი - 27 გემი
მაისი - 30 გემი
ივნისი - 27 გემი
2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით მზარდია მანქანების დამუშავების რაოდენობაც:
აპრილი - 6199 მანქანა
მაისი - 6469 მანქანა
ივნისი - 6943 მანქანა
ჯამში, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურში 39 762 მანქანა დამუშავდა.
მაისთან შედარებით ივნისში გაზრდილია გენერალური ტვირთის რაოდენობაც.
2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, APM Terminals-მა ჯამში 120 144 ტონა გენერალური ტვირთი დაამუშავა, ხოლო აქედან მეორე კვარტლის მონაცემები ასეთია:
აპრილი - 30 720 ტონა
მაისი - 22 281 ტონა
ივნისი - 29 862 ტონა
უახლესი