2024 წლის მწვანე ბარათის (Green Card) გათამაშების რეგისტრაცია ხვალ სრულდება. გათამაშებაში მონაწილეობისთვის მსურველების რეგისტრაცია 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და 8 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დასრულდება.
სარეგისტრაციო პერიოდში აპლიკანტის მიერ ერთზე მეტი განაცხადის შეტანა გამოიწვევს დისკვალიფიკაციას.
მწვანე ბარათის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის:
აპლიკანტები, რომლებიც ამ პროგრამით შეირჩევიან, კვალიფიკაციისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ მარტივ, მაგრამ მტკიცე მოთხოვნებს. სახელმწიფო დეპარტამენტი გამარჯვებულებს კომპიუტერის დახმარებით, შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტი DV საიმიგრაციო ვიზებს ექვს გეოგრაფიულ რეგიონზე ანაწილებს და არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მიიღოს გამოყოფილი DV ვიზების 7%-ზე მეტი პროგრამის ერთ წელს.
მწვანე ბარათის 2024 წლის პროგრამაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების წარმომადგენლებს, რადგან ამ ქვეყნებიდან ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 50,000-ზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა აშშ-ში. ეს ქვეყნებია: ბანგლადეში, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი (მათ შორის ჰონგ-კონგი), კოლუმბია, დომინიკის
რესპუბლიკა, ელ სალვადორი, ჰაიტი, ჰონდურასი, ინდოეთი, იამაიკა, მექსიკა, ნიგერია, პაკისტანი, ფილიპინები, კორეის რესპუბლიკა (სამხრეთ კორეა), დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდიის გარდა) ასევე, მასზე დამოკიდებული ტერიტორიები, ვენესუელა და ვიეტნამი. ჰონგ-კონგისა და მაკაუს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონებსა და ტაივანში დაბადებულ პირებს ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მწვანე ბარათის პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც 55 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება.
უახლესი
8 საათის წინ
რატომ დააჯარიმა სებ-მა იშბანკი8 საათის წინ
შალვა პაპუაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა