2024 წელს საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე, 38.2%-ზე იქნება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, 2020 წელს ქვეყნის საგარეო ვალი 60%-ზე მეტი იყო, თუმცა მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებით მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.
„მთავრობის ვალის მაჩვენებელი ე.წ. უსაფრთხო დონეზე იქნება. 2020 წელს 60.2% იყო. ჩვენ მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა და მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ კი შესაძლებლობა მოგვცა, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით მთავრობის ვალის დონე მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა. მომდევნო წელს 38.2% იქნება, რაც საქართველოს ზომის ეკონომიკისთვის სრულიად უსაფრთხო მაჩვენებლად ითვლება“, - აღნიშნა მინისტრმა.
უახლესი
1 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება