დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 435 ეკონომიკური სუბიექტი1 , რომლებიც ფლობდნენ 2 488 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 12.4 პროცენტით მეტია 2022 წელთან შედარებით.
სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2023 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 60.0 პროცენტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის განაწილებას ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.3 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2023 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 729.5 ათას კვადრატულ მეტრს (2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.7 პროცენტით მეტს) შეადგენდა, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 557.3 ათასი კვადრატული მეტრი იყო (2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით მეტი).
2023 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 107.7 ათასი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2023 წელს წინა წელთან შედარებით 9.5 პროცენტით გაიზარდა და 50.1 ათასი შეადგინა.
2023 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.0 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 1.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 60.2 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 355.0 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 11.8 პროცენტი), რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.0 პროცენტით ნაკლებია. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული სტუმრები უცხოელი სტუმრების 7.2 პროცენტს შეადგენდნენ, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 29.2 პროცენტი) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 26.6 პროცენტი) მოქალაქეები იყვნენ.
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 12.7 და 11.7 პროცენტი). 2023 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 26 495 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.3 პროცენტს) ქალები წარმოადგენდნენ
უახლესი
21 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით