15 მარტს, მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“ ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება, რომელსაც გახსნიან კონკურენციის სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
კონფერენციას დაესწრებიან მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ. 13-17 მარტს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და სემეკის, კონკურენციის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება.
კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.
უახლესი
1 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი