ღაზაში გაეროს თავშესაფრებს 137 ათასზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი. ამის შესახებ გაეროს ახლო აღმოსავლეთში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ (UNRWA) განაცხადა.
ანგარიშის მიხედვით, UNRWA-ს 83 სკოლა თავშესაფრად გადაკეთდა.
ახლა ეს თავშესაფრები 90%-ით არის დატვირთული, რომელსაც 137 ათასზე მეტი ადამიანი აფარებს თავს.
7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უცხოური მედია წერს, რომ "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი "ომშია" და "ჰამასი", რომელიც მართავს ღაზას, "უპრეცედენტო ფასს გადაიხდის".
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი