ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა და პროგრამულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პირველი ივნისიდან, ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების - ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა.
მშობლები და ბენეფიციარები, სახარჯ მასალებსაც, ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ.
დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ.
გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა - მარაგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა, გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, ბენეფიციარებს, თბილისსა და რეგიონებში, 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები Medtronic-ის უახლეს, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც, მონაცემების ასახვისათვის, კალიბრაციას არ ითხოვს. Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს, სამინისტრო, თავად შეისყიდის.
ჯანდაცვის სამინისტროსა და ბენეფიციართა მშობლებს შორის კომუნიკაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად გაგრძელდება“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უახლესი
13 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი