ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ მკვლევრის პოზიციაზე ბექა ბოჭორიშვილი შემოუერთდა.
ბექას ინტერესის სფეროს წარმოადგენს კონფლიქტები, საერთაშორისო ურთიერთობები, ტერორიზმისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები.
მას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში 9 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება გააჩნია. მუშაობის 5 წელი კი უშუალოდ პარლამენტის აპარატში საკომიტეტო საქმიანობას დაუთმო. საჯარო სექტორში მისი გამოცდილება მოიცავს ევროინტეგრაციის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში სტაჟირებასა და უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობას. არის პარლამენტის წევრის თანაშემწე და, ასევე, მუშაობს საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით. პარალელურად ეწევა აკადემიურ საქმიანობასაც, არის როგორც სტატიების, ასევე კვლევის ავტორი.
ბექა ბოჭორიშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის კურსდამთავრებულია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი.
სხვა და სხვა დროს გავლილი აქვს 2 თვიანი კურსი სახელწოდებით „დიპლომატია თანამედროვე მსოფლიოში“ ლონდონის უნივერსიტეტში, 2 თვიანი კურსი - „ევროკავშირის საჯარო პოლიტიკა: სოციალური, ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა“ ჰარვარდის უნივერსიტეტში. ამასთან ერთად, იგი არის ადენაუერის ფონდის პროექტის გამარჯვებული, პროექტი შეეხებოდა დეზინფორმაციის გავრცელებასა და მის პრევენციას.
„მადლობას ვუხდით ბატონ ბექას თანამშრომლობისათვის და წარმატებას ვუსურვებთ მას მის ახალ საქმიანობაში“ - განაცხადა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი