ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა სახელწოდებით: „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანიდან კანდიდატის სტატუსამდე“ გაიმართა.
ონლაინ განხილვის მიზანი გახლდათ: 1. საქართველოს ევროინტეგრაციის ეტაპების ანალიზი; 2. 2023 წლის პირველ თებერვალს ევროკომისიის მიერ მიღებული ანალიტიკური ანგარიშის საფუძველზესაქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების მიმოხილვა; 3. ევროკავშირის წევრობისკანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი 12 პრიორიტეტის და განსახორციელებელისაკანონმდებლო, ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ მსჯელობა.
„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემგანხილვას მოდერატორობა გაუწია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, ზურაბ ხამაშურიძე ონლაინ ღონისძიების მთავარიმომხსენებელი გახლდათ.
„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ ევროინტეგრაციის ეტაპებისა და იმ გეოპოლიტიკური ფაქტორების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დააჩქარეს.
„გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი საომარი, აგრესიული მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის გამოწვევები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ეს მოცემულობა არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვდა. რუსეთის აგრესიიდან რამდენიმე დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინამ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, იმავე წლის 3 მარტს საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ ანალოგიური განაცხადით ევროკავშირს მიმართეს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით ნიშნავს იმის გაცხადებას, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მას აქვს შესაძლებლობა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.
„დღეს მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ 12 პრიორიტეტის შესრულებისკენ, მათ შორის პოლარიზაციის შემცირებისკენ და კიდევ უფრო მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპისათვის ალტერნატიული ენერგო რესურსების, სატრანზიტო მარშუტების განვითარების პროცესში. ამ ფაქტორების გათვალისწინება კი ცივილიზაციურ, ევროპულ არჩევანთან დაგვაახლოებს და ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვაპოვინებს,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკური განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის საკითხებზე შიდა და გარე აუდიტორიასთან მჭიდრო კომუნიკაცია გააჩნია.
„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები საკმაოდ დინამურია, მათ შორის ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში მონაწილეობით. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებით საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს ბრიუსელიდან, რადგან ის გაწევრიანების წინარე ინსტრუმენტია და მისი მიზანია, მეტი შესაძლებლობის შექმნით, ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი დაჩქარდეს,“ - აღნიშნა ზურაბ ხამაშურიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა.
გთხოვთ, იხილოთ ვებინარი
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა