დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ივლის-აგვისტოს პერიოდზე ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია - რა სიახლეებს სთავაზობს Dreamland Oasis Hotel-ი დამსვენებლებს

ივლის-აგვისტოს პერიოდზე ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია - რა სიახლეებს სთავაზობს Dreamland Oasis Hotel-ი დამსვენებლებს

18-06-2024 18:00:00

ივლის-აგვისტოს პერიოდზე ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ჩაქვში მდებარე Dreamland Oasis Hotel-ის მენეჯმენტში განუცხადეს. სასტუმროს ინფორმაციით, ივლისში ჯავშნების რაოდენობა 2023 წლის ანალოგიური პერიოდის ჯავშნების იდენტურია, თუმცა ივლის-აგვისტოზე 10-20%-იანი ზრდა ფიქსირდება.

Dreamland Oasis-ი, რომელიც სასტუმროს გარდა აპარტამენტებსაც მოიცავს, წლიდან წლამდე ფართოვდება და საკუთარ მომხმარებლებს ახალ სერვისებს სთავაზობს.

როგორც Dreamland Oasis Hotel-ში აცხადებენ, რამდენიმე დღეში Dreamland Oasis-ის ტერიტორიაზე გაიხსნება კლუბი, რომელიც გვიან ღამემდე იმუშავებს და დამსვენებლებს სხვადასხვა ტიპის გასართობ პროგრამებს შესთავაზებს.  

ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასევე სპა-ცენტრის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში მომავალ წელს შევა

„აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობაზე, კორპორაციული ღონისძიებების მასპინძლობის ნაწილშიც ზრდა ფიქსირდება. გარდა ძველი პარტნიორებისა, ახალი მომხმარებლებიდანაც საკმაოდ ბევრი მოთხოვნა შემოდის“, - აცხადებენ Dreamland Oasis Hotel-ში, რომელიც ამ დროისათვის 298 სასტუმრო ნომერს აერთიანებს.

რაც შეეხება Dreamland Oasis Hotel-ში დასვენების ტარიფებს, სასტუმროს მენეჯმენტის განცხადებით ღამისთევის ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10-15%-ით ნაკლებია და 2022 წლის ფასებთანაა დაახლოებული.

Dreamland Oasis Chacvi საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი რეზორტია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, 130,000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. კომპლექსი სტუმრებს ყოვლისმომცველ გამოცდილებას სთავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს ყველაფერი ერთ სივრცეში მიიღონ. კომპლექსის ტერიტორიაზე 14 მრავალფეროვანი რესტორანი, 4 ღია აუზი, აყვავებული ბაღები, აკვაპარკი, გამოყოფილი საბავშვო ზონა, მინი კინოთეატრი, ბოულინგ კლუბი, ბილიარდი, სპორტული მოედნები, ღამის კლუბი და საკონფერენციო და ღონისძიებების სივრცეებია მოწყობილი. რეზორტი სრულად აკმაყოფილებს ნებისმიერი ტიპის მოგზაურის მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

100 000 კვ.მ ტერიტორიაზე გაშენებული კომპლექსი აერთიანებს სასტუმროს, კერძო აპარტამენტებს და საკუთარი ინფრასტრუქტურის 50-ზე მეტ ობიექტს.
Dreamland Oasis-ი ეს არის პატარა ქალაქი საკუთარი ინფრასტრუქტურით, რომელიც შექმნილია კომფორტული დასვენებისთვის ტერიტორიიდან გაუსვლელად.

Dreamland Oasis-ში ყველაფერია აქტიური და პასიური დასვენებისათვის: საცურაო აუზები, აკვაპარკი, ბარები და რესტორნები, საბავშვო გასართობი მოედნები, ბოულინგი, სათამაშო დარბაზი, 3D, 7D და 9D კინოთეატრები, კორტები, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნები და მრავალი სხვა.

Dreamland Oasis-ი მსურველებს ასევე სთავაზობს თანამედროვე აპარტამენტებს, რომელიც სრულიად მზად არის საცხოვრებლად: რემონტით, ავეჯით, ტექნიკით და აქსესუარებით.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები