შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ისნის რაიონში დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩაატარეს და სამშენებლო ნარჩენები 16 ლოკაციიდან გაიტანეს.
დომენიკა ერისთავის ქუჩაზე და „დირსის“ დასახლებაში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე დავით გელოვანი გაეცნო.
აქციაში ჩართული იყო კომპანიის 25 თანამშრომელი. მსგავსი ღონისძიებები თბილისის ათივე რიაონში მიმდინარეობს.
კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მსგავსი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება.
აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა