დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა დეოლიგარქიზაციას თანდაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობა დასავლელი პარტნიორების რჩევებისგათვალისწინებით მოხდა.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენიმეგობრების მოთხოვნით. მოგვცეს გზამკვლევი თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორიდღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და რა თქმა უნდა, ყველაფერიისე გაკეთდება, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე სიბინძურე უწოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისწინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ხაზი გაუსვა რომ ბიძინა ივანიშვილი უდიდესი ქველმოქმედოადა არა ოლიგარქი.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ქველმოქმედება აქვსქვეყანაში გაკეთებული. აღარ ჩამოვთვლი პროექტებს, რაც ამ ადამიანმა და მისმა საქველმოქმედოფონდმა გააკეთა, აკეთებს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს ამ ქვეყნისგანვითარებისთვის. მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება და მნიშვნელოვანინაბიჯი იყო, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა 2011 წელს და ის სისხლიანი რეჟიმი, ის ბოროტება,რომელიც დაკავებული იყო ოჯახების, ადამიანების გაუბედურებით, ბიზნესის რეკეტით, სიტყვის დაგამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, გაუშვა იქ, სადაც გასაშვები იყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, „ბინძური ლობიზმის“ შედეგია ევროპარლამენტის მიერ მიღებულირეზოლუცია და ევროპარლამენტარების ის განცხადებები, რაც საქართველოს ინტერესებისწინააღმდეგ იყო მიმართული.
„რაც შეეხება იმ ბინძურ პროპაგანდას, რაც ვნახეთ, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იყოკონკრეტული თანხების სანაცვლოდ, ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციები. ეს არისსამწუხარო რეალობა და მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - ეს ევროპა არ არის, მეგობრებო. ევროპული მომავალი და ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, არ არის ეს. ეს არისსიბინძურე, რაც ჩვენ ვნახეთ. ნამდვილ ევროპა და ევროპული მომავალი არის ღირებულებებზე დაფასეულობებზე დაფუნძნებული, ეს არის სამართლიანობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ,რომ არ არსებობს და ძალიან დიდი სიბინძურეა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ თუ ფულსგადაიხდი, შესაძლებელია ნებისმიერი რეზოლუციის მიღება. სამწუხაროა ზოგიერთიევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები ჩვენს ქვეყანასთანმიმართებაში და ჩვენ როდესაც ამას ვპასუხობთ და ვიცავთ სიმართლეს, თავდასხმას უწოდებთ,თუმცა ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს რეალობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უახლესი
5 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა18 საათის წინ
აღმოაჩინე Meama-ს საახალწლო შეთავაზებები