დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ირაომ“ საერთაშორისოდ აღიარებული, The Great Place to Work®  სერტიფიკატი მოიპოვა და  ოფიციალურად მიენიჭა “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი

„ირაომ“ საერთაშორისოდ აღიარებული, The Great Place to Work® სერტიფიკატი მოიპოვა და ოფიციალურად მიენიჭა “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი

09-09-2024 18:30:00

ეს აღიარება დაგვეხმარება ბაზარზე ვიყოთ მეტად მიმზიდველი დამსაქმებელი - „ირაოს“ ადამიანური რესურსების მენეჯერი, ნინი ბიკაშვილი, The Great Place to Work-ის სერტიფიკატის მნიშვნელობაზე.

„ირაო“ არის ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც 20 წელია წარმატებულად ოპერირებს და ინდივიდუალურ და კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „ირაო“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის მფლობელობაშია. „ირაოს“ გუნდს, რომელიც 300-მდე თანამშრომლისგან  შედგება, შემდეგი ღირებულებები აერთიანებს: პროფესიონალიზმი, მუდმივი განვითარება, სტაბილურობა, სანდოობა და მრავალფეროვნება. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საუკეთესო სერვისებს, ასევე მიმზიდველი სამუშაო ადგილია თანამშრომლებისთვისაც. ამას ადასტურებს ისიც, რომ ახლახან, „ირაომ“ საერთაშორისოდ აღიარებული, The Great Place to Work®  სერტიფიკატი მოიპოვა და  ოფიციალურად მიენიჭა “საუკეთესო სამუშაო ადგილის” სტატუსი.

The Great Place to Work® სერტიფიკატი, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომელიც კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით ენიჭებათ თანამშრომელთა კომპლექსური უკუკავშირისა და კომპანიის კულტურის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე.

ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს „ირაოს“ ადამიანური რესურსების მენეჯერთან, ნინი ბიკაშვილთან:

- რას ნიშნავს სადაზღვევო კომპანიისათვის მსგავსი აღიარება და სერტიფიკატი?

- „საუკეთესო სამუშაო ადგილის“ სტატუსის მონიჭება ჩვენთვის გამოხატავს კომპანიაში ნდობის, პატივისცემისა და თანამშრომლობის კულტურის გასაძლიერებლად მუდმივ სწრაფვას. ჩვენი წარმატების მთავარი ფორმულა „ირაოს“ გუნდია. ეს სერტიფიკატი კი არის გუნდის თითოეული წევრის ერთგულებისა და იმ პოზიტიური, ინკლუზიური გარემოს აღიარება, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენ ვცდილობთ. ასევე იმის ნათელი დემონსტრაციაა, რომ ჩვენ დიდ ინვესტიციას ვდებთ, როგორც ჩვენი თანამშრომლების განვითარებაში, ასევე ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც თითოეული თანამშრომელი შეძლებს პროფესიულ ზრდასა და მაქსიმალურ თვითრეალიზაციას.

აღნიშნული სერტიფიკატის ფლობა არამხოლოდ ამაღლებს ჩვენი, როგორც დამსაქმებელი კომპანიის რეპუტაციას, არამედ ამყარებს „ირაოს“, როგორც სადაზღვევო კომპანიის პოზიციას ბაზარზე. ვფიქრობთ, ეს აღიარება დაგვეხმარება ვიყოთ მეტად მიმზიდველი დამსაქმებელი და მოვიძიოთ საუკეთესო ტალანტები, არსებულ თანამშრომლებში კი გავზარდოთ ლოიალობა.

- რა კრიტერიუმების საფუძველზე მოგენიჭათ აღნიშნული სერტიფიკატი და ამ ნომინაციის მონიჭება გულისხმობს თუ არა იმას, რომ „ირაო“ სადაზღვევო სექტორში დასაქმების კუთხით ერთ-ერთი მიმზიდველი კომპანიაა?

- კვლევა ჩაატარა ორგანიზაციული კულტურის კვლევებისა და კონსალტინგის მიმართულებით საერთაშორისო ლიდერმა კომპანია - Great Place to Work-მა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. სერტიფიცირების პროცესი მოიცავდა თანამშრომლების დეტალურ გამოკითხვას და ორგანიზაციული კულტურის სხვადასხვა ასპექტის შეფასებას. კვლევის ფარგლებში შეფასდა თანამშრომლების ნდობა ლიდერებისადმი, რამდენად გრძნობენ პატივისცემას მენეჯმენტის მხრიდან, აღიქვამენ თუ არა მათ გადაწყვეტილებებს სამართლიანად, რამდენად ამაყობენ თავიანთი საქმით, გუნდითა თუ კომპანიით და რამდენად კარგად გრძნობენ თავს ორგანიზაციაში.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს კრიტერიუმები დასაქმების მსურველთათვის სამსახურის შერჩევისას მთავარი სახელმძღვანელოა. ის ფაქტი, რომ ჩვენმა კომპანიამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში კარგი შედეგი აჩვენა, ნამდვილად აღნიშნავს, რომ „ირაო“ სადაზღვევო სექტორში დასაქმებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კომპანიაა.

- იმისათვის, რომ აღნიშნული სერტიფიკატის შენარჩუნება მოხდეს რა პერიოდულობით ხდება თანამშრომელთა გამოკითხვა, როგორია მიდგომა ამ თვალსაზრისით? იმისათვის რომ თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსი კომპანიაში კიდევ უფრო გაიზარდოს რა გეგმები აქვს „ირაოს“?

- ეს სერტიფიკატი არ არის მხოლოდ საპატიო სტატუსი, ის ადასტურებს „ირაოს“ უწყვეტ სწრაფვას მუდმივი პროგრესისა და თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვის მიმართულებით.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა ერთი წელია. ჩვენი სურვილია, რომ ეს სტატუსი შევინარჩუნოთ მომდევნო წლებშიც და თანამშრომელთა კმაყოფილების ინდექსი  კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

წლევანდელი კვლევის შედეგების სიღრმისეულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ჩვენი ძალისხმევა ნამდვილად შედეგიანია და რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ასევე, დაგვეხმარა უკეთ გამოგვეკვეთა ის კონკრეტული მიმართულებები (პოზიციები, სტრუქტურული ერთეულები), რომლებშიც მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შეგვიძლია გარკვეული ცვლილებების განხორციელება. მსგავსი კვლევის ჩატარება და შედეგების გაანალიზება ყოველწლიურად საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი თანამშრომლების კმაყოფილების მაჩვენებელს მუდმივად თვალს ვადევნებდეთ, უფრო მიზანმიმართულად ვიღებდეთ ისეთ ზომებს და ვნერგავდეთ ისეთ სისტემურ მიდგომებს, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა გუნდის კმაყოფილების დონის ზრდას წლიდან წლამდე.

- დღეისათვის კომპანია რამდენ ადამიანს ასაქმებს?

- დღეისათვის „ირაო“ 300-მდე პროფესიონალს აერთიანებს. ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავიზარდოთ და ამასთანავე, შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმზე, ნდობასა და თანამშრომლობაზე დამყარებული კულტურა.

- „ირაომ“ ასევე მაღალი მაჩვენებლები აჩვენა ლიდერობის ხარისხისა (სანდოობა და სამართლიანობა) და თანამშრომლობის მიმართულებით, თქვენი აზრით რით არის აღნიშნული განპირობებული? რას აკეთებს ამისათვის მენეჯმენტი და როგორ ფიქრობთ, რა არის ამ შემთხვევაში თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

- „ირაომ“ კვლევის ყველა მიმართულებით კარგი შედეგი აჩვენა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლები კი დაფიქსირდა ლიდერობის ხარისხისა (სანდოობა და სამართლიანობა) და თანამშრომლობის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რამდენადაც ეს ორგანიზაციული კულტურის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. მაგალითად: თანამშრომელთა 90% მიიჩნევს, რომ „როდესაც კომპანიას უერთდები, კეთილგანწყობით გიღებენ“, ხოლო 88%-ის აზრით, „მე შემიძლია მენეჯმენტს დავუსვა ნებისმიერი კითხვა და მივიღო ცხადი  პასუხი“.

ამგვარი შედეგი განპირობებულია რამდენიმე საკვანძო ფაქტორით:

1. ჩვენი მენეჯმენტის გუნდი პრიორიტეტს ანიჭებს გამჭვირვალე და ეთიკურ ლიდერობას, რომელიც ხელს უწყობს სანდო და სამართლიანი გარემოს შენარჩუნებას.
2. ჩვენ მუდმივად ვდებთ ინვესტიციას და ლიდერებს ვთავაზობთ განვითარებისა და ტრენინგების პროგრამებს, რაც უზრუნველყოფს მათ სათანადო მზადყოფნას გამოწვევებთან გასამკლავებლად და ეფექტურად სამართავად.
3. ჩვენ მხარს ვუჭერთ გუნდურ მუშაობასა და ღია კომუნიკაციას, ვახდენთ თანამშრომლობის წახალისებას კომპანიის ყველა დონეზე. ასეთი გარემო არა მხოლოდ ზრდის პროდუქტიულობას, არამედ აძლიერებს ურთიერთობებს გუნდის წევრებს შორის.
4. და ბოლოს, მენეჯმენტი ყოველთვის ღიაა გულწრფელი უკუკავშირის მიმართ და თანამშრომლებში ახდენს უკუკავშირის გამოხატვის წახალისებასაც. ეს გვეხმარება დაუყოვნებლივ მივაკვლიოთ და აღმოვფხვრათ პრობლემები.
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს ჩვენს უნარში, გავაერთიანოთ ძლიერი, ეთიკური ლიდერობა თანამშრომლობის კულტურასთან. ეს არა მხოლოდ აძლიერებს შიდა კულტურას და პროცესებს, არამედ აუმჯობესებს ჩვენი მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც გამოგვარჩევს სადაზღვევო სექტორში.

- როგორია თქვენი სტრატეგიული ხედვა კომპანიის / თანამშრომლების კულტურასთან დაკავშირებით?

- განვმეორდები, რომ ჩვენი წარმატების მთავარი ფორმულაა ჩვენი გუნდისათვის ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც თითოეული მათგანი მაქსიმალურად პროდუქტიული იქნება, ისე რომ არ დაირღვეს მისი სამუშაო-ცხოვრების ბალანსი. „ირაოს“ მიზანია, ვიყოთ მიმზიდველი დამსაქმებელი, როგორც პოტენციური დასაქმების მსურველებისთვის, ასევე, პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლებისთვის.

სწორედ ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული ხედვა კომპანიისა და თანამშრომლების კულტურის მიმართულებით, ორიენტირებულია თანამშრომლობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული გარემოს ხელშეწყობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ღია, გუნდური მუშაობის, მუდმივი განვითარებისა და პროფესიონალიზმის ძლიერი კულტურა არის გასაღები ჩვენი ორგანიზაციული მიზნებისა და გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები