დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირანულ კივის ფასში კონკურენციას ვერ ვუწევთ, ბაზარზე ნიშას ვკარგავთ - ასოციაცია

ირანულ კივის ფასში კონკურენციას ვერ ვუწევთ, ბაზარზე ნიშას ვკარგავთ - ასოციაცია

26-12-2023 22:01:00

წელს ადგილობრივ ბზარზე კივის მოსავალი გაცილებით მცირეა ვიდრე გასულ წელს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კივის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დემურ ფიფიამ განუცხადა.

მისი თქმით, წელს ექსპორტზე საქართველოდან 170 ტონა კივი ექსპორტზე იაპონიაში გავიდა, ხოლო დანარჩენი მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

„გასულ წელს კივის მოსავალმა საქართველოში 270 ტონა შეადგინა, წელს 250 ტონა იქნება. წელს მოსავალი ნაკლებია, თუმცა ხარისხი უფრო მაღალია. მოსავალზე გავლენა ჰქონდა კლიმატურ პირობებს. ადგილზე ქართული კივის საბითუმო ფასი 1,7- 2.0 ლარია“, - ამბობს თემურ ფიფია.

კივის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში კივის კულტურა განადგურების პირასაა მისული და წლიდან წლამდე ბაღების მოცულობა მცირდება.

„სახელმწიფოს მხრიდან კივის კულტურას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ადგილობრივი პროდუქტი, ირანიდან იმპორტირებულ პესტიციდებით გაჯერებულ კივის ფასში კონკურენციას ვერ უწევს. ფერმერებს აღარ უღირთ წარმოება, რადგან ერთ ჰექტარზე დაახლოებით 22-24 ტონა კივის მოსავლის მისაღებად ინვესტიცია 40 ათას ლარს შეადგენს. ამიტომ კივის სხვა კულტურით ანაცვლებენ“, - ამბობს თემურ ფიფია.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ქართულ კივის დაახლოებით 60% უჭირავს, იმპორტირებულს 40%.

„ქართული კივი თანდათან კარგავს ბაზარზე პოზიციებს. სასურველია, რომ  იმპორტი და შემოსული პროდუქციის ხარისხი გაკონტროლდეს. ამასთან იმპორტირებულის ფასი გაცილებით დაბალია და 1,5 ლარი ღირს, თანაც ამ პროდუქტს ეტიკეტს უცვლიან და როგორც ქართულს ისე ყიდიან და ექსპორტზეც გააქვთ “, - ამბობს ფიფია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები