ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა ნავთობის შესყიდვები ირანიდან და შედეგად ჩაანაცვლა რუსეთიდან იმპოტირებული ძვირადღირებული ნავთობი, რომელიც ძვირდება და დასავლეთის მიერ დადგენილ ფასს აღემატება.
ამის შესახებ Bloomberg Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
აგვისტოში ჩინეთს ირანიდან დღეში 1,5 მილიონი ბარელი შემოაქვს, რაც რეკორდული მოცულობაა მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ირანულ ნავთობზე მოთხოვნა იანვარ-ივლისთან შედარებით ერთნახევარჯერ გაიზარდა.
როგორც Bloomberg-ს რეგიონში მომუშავე მოვაჭრეებმა განუცხადეს, მიზეზი ფასია. ირანულ Brent-ს ბარელზე 10 დოლარის ფასდაკლებით სთავაზობენ და გაცილებით იაფია, ვიდრე რუსული ნავთობი.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა