საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა.
ანთაქია-ჰათაის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, ჰათაის გუბერნატორის მოადგილე აჰმეთ გენჯერი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი დახვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ქართველ მაშველებს შეხვდება, რომლებიც მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ. მთავრობის მეთაური ასევე ეწვევა თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა