კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები წლიურად 11.1%-ით გაიზარდა 2023 წლის აგვისტოში, წინა თვის 13.6%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 48.0 მლრდ ლარი შეადგინა.
ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია ნათქვამი.
ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აგვისტოში სესხების პორტფელი წლიურად 14.6%-ით გაიზარდა (+14.5% ივლისში). სექტორების მიხედვით, კორპორატიული დაკრედიტების წლიური ზრდა, მნიშვნელოვნად, 16.0%-მდე დაჩქარდა (+14.7% ივლისში), ხოლო საცალო დაკრედიტება წლიურად 13.5%-ით გაიზარდა (+14.2% ივლისში);
ამასთან, იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 9.9%-მდე შენელდა (+11.3% ივნისში). 2023 წლის აგვისტოში სესხების დოლარიზაციამ 41.6% შეადგინა (+1.16პპ წ/წ და -0.84პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 1.7%-ს გაუტოლდა (-0.04პპ წ/წ და +0.01პპ თ/თ).
2023 წლის აგვისტოში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები წლიურად 20.1%-ით გაიზარდა (კურსის ეფექტის გამორიცხვით) 48.1 მლრდ ლარამდე. ვალუტების მიხედვით, აგვისტოში ლარის დეპოზიტები წლიურად 38.0%-ით გაიზარდა (+41.2% ივლისში), ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა 7.2%-მდე შენელდა (+13.3% ივლისში). შედეგად, აგვისტოში დეპოზიტების დოლარიზაციამ 49.7% შეადგინა (-8.36პპ წ/წ და -0.91პპ თ/თ)
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა