კომპანია Inn Development-ის პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომში აქტიურ ფაზაშია. წლის ბოლოს პირველი ეტაპი დასრულდება და კომპანია მობინადრეებს მიიღებს.
მშენებლობის მეორე ეტაპი 2024 წელს დამთავრდება. ამ დროისთვის ბინების თითქმის 25% გაყიდულია. პირველი ეტაპის მშენებლობის ფარგლებში, ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,ინნ დეველოპმენტის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლანა ბლიაძე საუბრობს.
„პროექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წლის ბოლოს პირველი ეტაპი დასრულებული იქნება და შეგვეძლება პირველი მობინადრეების მიღება. ვგულისხმობ E ბლოკს, სადაც ფანჯრების ჩასმა მიმდინარეობს. უკვე 12-ე სართული შენდება.
მეორე - D ბლოკზე ამ ეტაპზე საპარკინგე სართულები შენდება. 2024 წლის ბოლოს აქაც შეგვეძლება მობინადრეების მიღება.
პროექტი მოიცავს რეკრეაციულ სივრცეს, გათვლილია 300-მდე ხის დარგვა, ასევე განთავსდება სპორტული და საბავშვო მოედნები, მოეწყობა ორზოლიანი პარკინგი, კორპუსის პირველ სართულზე კი კომერციული ზონა განთავსდება. ჯამში 4 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნება. პირველ ორ კორპუსში ბინების 80% უკვე გაყიდულია, მომდევნო 2 კორპუსის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უკვე 25 %-ზე მეტს აღწევს. კომპლექსი 712 ბინას მოიცავს“, - განმარტავს ლანა ბლიაძე.
მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს კორპუსის კარ-ფანჯრით აღჭურვა, რომელსაც "ინნ ჯგუფში" შემავალი საწარმო, ოქროს ბრენდის მფლობელი Alutech Georgia ალუტექ ჯორჯია ახორციელებს. სრულად პროექტზე მუშაობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება.
„დიდი დიღომი ინნ“-ის ჯამური ინვესტიცია 60 მლნ ლარია და ის 100%-ით „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.
შეგახსენებთ, რომ სასტუმროების ქართული ქსელი ,,ინნ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის განხორციელებული პროექტებია: საცხოვრებელი კომპლექსი ვაშლიჯვარში „რენესანსი“, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“, აპარტამენტები „ბაკურიანი ინნ“, სასტუმრო „ივერია ინნ“, სასტუმრო „გუდაური ინნ“, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, სასტუმრო „გორი ინნ“.
უახლესი
35 წუთის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება