სასტუმრო “სანსეტ შოვში" სტიქიის დროს 40-ზე მეტი ადამიანი ისვენებდა. ყველა მათგანი გადარჩა, თუმცა ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი განადგურებულია.
კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა, Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ სტუმრებისა და ადმინისტრაციის წევრების ევაკუაცია დროულად მოხერხდა.
„მძიმე სტრესი მივიღეთ ყველამ, სასწაულმა გადაგვარჩინა. ყველა, ვინც შემთხვევისას სასტუმროში ვიყავით, უვნებელია - მომსახურე პერსონალი და სტუმრები, მცირე ნაკაწრებით გადავურჩით ამხელა ღვარცოფს. დროულად მოხდა ევაკუაცია, ვერტმფრენით გადაგვიყვანეს. ადგილზე რამდენიმე ბავშვი იყო, ემოციურად მძიმე იყო ამ ყველაფრის ატანა, მთავარია, ყველა უვნებელია. რამდენიმე ადამიანი გასული იყო ონში და ადგილზე არ იმყოფებოდა. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა, მთავარმა შენობამ გაუძლო, სადაც თავი შევაფარეთ, სასტუმროს სიახლოვეს 2 კოტეჯი იდგა, სადაც არავინ ცხოვრობდა. ორივე კოტეჯი, მთავარი შენობის ფასადი და უკანა მხარეს რამდენიმე ოთახი დანგრეულია", - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
.
უახლესი