დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინდოეთთან ექსპორტ-იმპორტზე ბიზნესის მხრიდან დაინტერესება და მოთხოვნა იზრდება - SpaceCargo

ინდოეთთან ექსპორტ-იმპორტზე ბიზნესის მხრიდან დაინტერესება და მოთხოვნა იზრდება - SpaceCargo

26-02-2024 18:00:00

2024 წლის ბოლომდე ლოგისტიკური კომპანია SpaceCargo საკუთარი საქმიანობის გაფართოებასა და ქვეყნის მასშტაბით ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან  SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერმა თინათინ კობერიძემ განაცხადა, კომპანიის ძირითადი ფოკუსი საჰაერო გადაზიდვებია და მის პორტფელში გადაზიდვების 90% სწორედ საჰაერო ტვირთებზე მოდის. მიმდინარე წელს კომპანია რეგიონებში გაფართოებას გეგმავს და კონცენტრაციას ახალი სერვისებისა და შესაძლებლობების შეთავაზებაზე აკეთებს. 

თინათინ კობერიძის თქმით, SpaceCargo 2023 წელს ავიაკომპანიების Gulf Air-ისა და IndiGo-ს სატვირთო გაყიდვების გენერალური აგენტი გახდა და უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთების ტრანსპორიტირებას ბაჰრეინი-თბილისი-ბაჰრეინისა და დელი-თბილისი-დელის მარშრუტებზე.

„ელექტრონული კომერციის მიმართულებით მნიშვნელოვანია რომ გავხდით თანადამფუძნებლები ამანათების მსოფლიო ალიანსის World Parcel Alliance, რომლის პირველ კონფერენციას დავესწარით სექტემბერში ჰონგკონგში, ვემზადებით მეორე კონფერენციისთვის, რომელიც დაგეგმილია მაისის თვეში, ფლორიდის ულამაზეს ქალაქ ლაუდერდეილში.

ასევე 2023 წელს ორი ახალი მიმართულება დაგვემატა: ამანათებს უკვე ვიღებთ საბერძნეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.  გავხსენით ახალი ფილიალები ქუთაისში, თბილისში - გლდანსა და ვარკეთილში. საბოლოო ჯამში 2023 წელს მივიღეთ და დავამუშავეთ 56%-ით მეტი ამანათი 2022 წელთან შედარებით. წლის განმავლობაში აქტიურად ვიზრუნეთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მნიშვნელოვანი ინოვაციები დავნერგეთ პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. 2023 წლის დასაწყისში, „სფეის კარგოში“ დასაქმებულთა რაოდენობა იყო 25, ხოლო 2023 წლის დეკემბერს თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა 58%-ით. ამჟამად სფეის კარგოში დასაქმებულია 60 თანამშრომელი.

რაც შეეხება კომპანიის მეორე მიმართულებას, საუბარი მაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებაზე, გავხდით ცხოველების ტრანსპორტირების საერთაშორისო ასოციაციის IPATA-ს წევრები და როგორც აღვნიშნე ავიაკომპანია fludubai-სთან ერთად 2023 წლიდან წარმოვადგენთ ავიაკომპანიების Gulf Air-ისა და IndiGo-ს სატვირთო გაყიდვებს საქართველოში.

გაზაფხულიდან საქართველოს ბაზარზე ველოდებით ასევე ერთი ახალი აზიური ავიაკომპანიის შემოსვლას. აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ სფეის კარგო არის გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი, რომელიც ბიზნესის მართვის სტრატეგიაში მდგრადი განვითარების პრაქტიკას ამკვიდრებს.“, - აცხადებს SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერი.

თინათინ კობერიძის თქმით, ინდოეთთან ექსპორტ-იმპორტზე ბიზნესის მხრიდან დაინტერესება და მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.  

„დაინტერესება ვფიქრობ, რომ საკმაოდ იქნება რადგანაც დელი-თბილისი-დელის მიმართულებით სრულდება პირდაპირი ავიარეისები. მიმაჩნია, რომ ხილის, ბოსტნეულის, ღვინის, ცოცხალი ყვავილებისა, მედიკამენტების და ელექტრონული კომერციის ტრანსპორტირება ექსპორტიორებისთვის და იმპორტიორებისთვის საინტერესო იქნება. ამ ეტაპზე უკვე აქტიურად დავიწყეთ ისეთი ტვირთების ექსპორტი, როგორიცაა: პირადი ნივთები, ქართული ღვინო, ტექსტილი.  

სფეის კარგოს საკვანძო მაჩვენებელთა სიაში პრიორიტეტული ნაწილი უკავია ექსპორტის განვითარებას და მხარდაჭერას, კომპანია რეგულარულად ანხორციელებს Gulf Air-ის და flaidubai-ს ავიაკომპანიების მეშვეობით საკვები პროდუქციის ტრანსპორტირებას სპარსეთის ყურეში “, - აცხადებს SpaceCargo-ს სატვირთო მენეჯერი. 

სფეისკარგო გთავაზობთ ამანათების ტრანსპორტირებას ჩინეთიდან, ამერიკიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბრიტანეთიდან, დუბაიდან და ჰონკონგიდან. უზრუნველვყოფს ნებისმიერი სირთულის ნივთის ტრანსპორტირებას თქვენი საფოსტო მისამართიდან სასურველ ლოკაციამდე, ასევე გთავაზობთ თქვენი პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები