PMCG განცხადებას ავრცელებეს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ:
,,გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ეროვნული ბანკის გარშემო. აუცილებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, იყოს თავისუფალი პოლიტიკური წნეხისა და ტურბულენტობისგან. მან უნდა უზრუნველჰყოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, ანტიტერორისტული ღონისძიებებისა (AML/CFT) და სხვა გლობალური სტანდარტების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების დაცვა. ამ ყოველივეს შეუსრულებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ფინანსურ სექტორს და მის ინტერესებს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებისთვის საჭიროა ქართული ბანკების ინტეგრაცია საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში. იმედი გვაქვს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ეროვნული ბანკის მმართველობის კრიზისის დასრულებას, მის დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას მისი ეფექტური საქმიანობისთვის საერთაშორისო შეთანხმებების, საქართველოს კონსტიტუტიციის და კანონმდებლობის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში. .
უახლესი