დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმედი გვაქვს მიმდინარე წელს კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება - გენადი არველაძე

იმედი გვაქვს მიმდინარე წელს კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება - გენადი არველაძე

05-05-2023 12:00:13

საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის და ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებების გაფორმება. ეს გაზრდის არა მხოლოდ სავაჭრო ბრუნვას, ასევე დადებითად აისახება თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მაღალი რანგის შეხვედრაზე კორეის ვიცე-პრემიერ ჩოო კიუნგ ჰოსთან. მოგვიანებით კორეულმა მხარემ ამ საკითხს ხაზი სოციალურ ქსელშიც გაუსვა. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ მიმდინარე წელს ასევე დაიწყება მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე,  -  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ხელმძღვანელობს.      

შეხვედრაზე ასევე კორეის ვიცე-პრემიერმა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას, მის ხელმძღვანელს ლაშა ხუციშვილს მიულოცა აზიის განვითარების ბანკის მომდევნო წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მიღება და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები