2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა, - ამის შესახებ PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული. ეს მაჩვენებლები კი 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
PMC Research-ის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1%-ით არის გაზრდილი.
როგორც PMC Research-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული, 2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.1%-ს შეადგენდა,
2023 წლის აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.1%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.8 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
უახლესი