ავეჯისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელმა შვედურმა ჰოლანდიურმა კომპანია IKEA-მ თავისი ბოლო ქარხანა რუსეთში ვადიმ ოსიპოვს, (სანქტ-პეტერბურგში მდებარე დეკორატიული საიზოლაციო მწარმოებლის Slotex-ის თანამფლობელს) მიჰყიდა.
ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ Slotex-ის წარმომადგენლის შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს.
დაზუსტებულია, რომ გარიგება ოსიპოვის მფლობელობაში მყოფმა (99%-იანმა კომპანიამ) „ინვესტ პლუსმა“ დაასრულა. ორგანიზაციამ იყიდა IKEA-ს წარმოების ადგილი პოდბერეზიეში, ნოვგოროდის რეგიონში - IKEA Industry Novgorod-ი.
ოსიპოვის თქმით, ახალი ბიზნესი Slotex-ში არ შედის და ცალკე განვითარდება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უცხოური ბრენდები ქვეყანას ტოვებენ.
უახლესი