დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
II კვარტალში, ბათუმში 209.5 მლნ დოლარის ბინა გაიყიდა 

II კვარტალში, ბათუმში 209.5 მლნ დოლარის ბინა გაიყიდა 

01-08-2023 17:10:21

საცხოვრებელი უძრავი ქონება ბათუმში 2023 წლის მე-2 კვარტალში ბათუმში 3,944 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 10.2%-იანი და კვარტალურად 10.0%-იანი კლებაა.

Galt & Taggart-ის კვარტალი ანგარიშის თანახმად, აღნიშნული კლება ძირითადად განპირობებული იყო პირველად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-15.9% წ/წ). ამასთან, მეორად ბაზრზე ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა (-1.8% წ/წ).

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ეტაპობრივად გადადის ბათუმის ცენტრალური უბნებიდან ბათუმის შემოგარენში (გონიო/ქობულეთის სანაპირო ზოლის გასწვრივ). ეს აიხსნება, ბათუმში მიწის მწირი რესურსებით.

2023 წლის I ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინების გაყიდვებმა (26-80მ2 ) ბაზრის 90.1% შეადგინა. ასევე, შეიმჩნევა მოთხოვნის ცვლილება ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინებიდან პრემიუმ სეგმენტის ბინებზე.

Galt & Taggart -ის ინფორმაციით, 2023 წლის მე-2 კვარტალში, ბინების ფასი ყველაზე მეტად პირველად ბაზარზე გაიზარდა და 1,219 აშშ დოლარი შეადგინა (+33.0% წ/წ), ხოლო მეორად ბაზარზე შედარებით მცირე ზრდა დაფიქსირდა (+15.7% წ/წ). ამასთან, ფასები ყველაზე მეტად გონიო-კვარიათსა (+67.7% წ/წ) და ბათუმის შიდა არეალში (+45.2% წ/წ) გაიზარდა.

2023 წლის მე-2 კვარტალში, ბათუმში სულ 209.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიური 5.0%-იანი და კვარტალური 7.5%-იანი შემცირებაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები