,,ხედი" საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პროექტია. თბილისის უძველეს უბანში, ავლაბარში, წმინდა სამების საკათედრო ტაძარსა და მშვიდობის ხიდთან ახლოს მდებარე სასტუმრო და რესტორანი უცხოელი და ქართველი მომხმარებლებისთვის ადგილია, სადაც ნებისმიერ სეზონზე ვიზიტი ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველია.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სონია ნიკოლაძის ინფორმაციით, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბრენდი გაფართოებასა და იაპონური რესტორნის გახსნას გეგმავს.
„შევქმენით სერვისი, რომელიც ქართულ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა და ყველაზე მეტად მოთხოვნადია. ერთი წელია, რაც გავიხსენით და ,,ხედი" უკვე ძალიან წარმატებულია.
მოთხოვნით და წარმოდგენილი სამზარეულოთი პირველები ვართ საქართველოში, ამ ნიშით უდავოდ გამოვირჩევით. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფართოვდებით, დაგვემატება რამდენიმე ახალი ფილიალი და იაპონური რესტორნის ხაზი, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ", - აცხადებს სონია ნიკოლაძე.
რაც შეეხება წარმატების ფორმულას, ,,ხედის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ეს არის სწორი სტრატეგია და მიგნება, რასაც ბრენდის განვითარება ეფუძნება.
„ჩვენი კომპანიის წარმატება განსაზღვრა რამდენიმე ფაქტორმა. პირველ რიგში, ეს არის სწორი მენეჯმენტი და სტრატეგია, რასაც ვავითარებთ. ხარისხმა, ყველაფერმა ერთად, შესაძლებლობა მოგვცა, შექმნილიყო პროდუქტი, რომელიც დღეს სექტორში ძალიან პოპულარულია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყოდი, რომ სამზარეულო, რასაც ვთავაზობთ მომხმარებელს, გამორჩეულია, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერ ნახავთ. ესეც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რამაც ,,ხედის" პოპულარობა გაზარდა", - ამბობს სონია ნიკოლაძე Business Insider Georgia- თან.
მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების რესტორანი „ხედი“ სტუმრებს ქართულ ფიუჟენ სამზარეულოს სთავაზობს.
შეფი იზო ძანძავა პირველი ქართველი მზარეულია, რომელიც მიშლენის გზამკვლევშია მოხსენიებული. შეფმზარეული მრავალი წლის განმავლობაში აგროვებდა რეცეპტებს საქართველოს მასშტაბით და სპეციალურად რესტორან „ხედისთვის” მოდერნიზებული ქართული სამზარეულოს მენიუ შექმნა.
ცნობისთვის, ,,ხედი" საერთაშორისო რესტორნების ცნობილი ქსელის, Ginza Project-ის პირველი პროექტია, რომელიც ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე, 24 ნომერში მდებარეობს.
სასტუმრო ამართლებს საკუთარ სახელწოდებას და გამოირჩევა ულამაზესი ხედებით - ამ ადგილიდან ძველი თბილისი პანორამა ხელისგულზე იშლება.
უახლესი