საქართველოში შოკოლადის იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 14,548.87 ტონა შოკოლადი იყიდა, რაშიც 62,657.06 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის 9 თვეში კი ქვეყანაში 12,823.14 ტონა შოკოლადის იმპორტი დაფიქსირდა.
საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 41% საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადი იყიდა:
საგულისხმოა, რომ ქვეყანაში შოკოლადის იმპორტი წლიდან წლამდე მზარდია. 2023 წელს საქართველომ 22,207.22 ტონა შოკოლადი იყიდა, რაც 4%-ით ზრდაა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წელს საქართველოში 21,307.45 ტონა შოკოლადის იმპორტი დაფიქსირდა.
უახლესი
15 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით