დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.1%-ით გაიზარდა

იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.1%-ით გაიზარდა

13-04-2023 11:07:10

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 24.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 3 322.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.0 პროცენტით).

საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9 პროცენტია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 აპრილს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები