საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 491.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 1 960.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2 571.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 მაისს.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა