დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე 16.8%-ით მეტია - საქსტატი

იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელზე 16.8%-ით მეტია - საქსტატი

13-09-2023 11:36:11

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 001.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 4 075.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 14.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 925.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 17.8 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 5 850.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.8 პროცენტია. 

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები