კომპანია „კეტომანია“, რომელიც მომხმარებელს წონის კლების, შენარჩუნებისა და მატების, სამედიცინოდ დასაბუთებულ რაციონებს სთავაზობს, პროექტის გაფართოებას გეგმავს და რესურსებს ეძებს.
კომპანიის დამფუძნებელი ილია ღლონტი Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ აქვთ უნიკალური სისტემა და კონკრეტული მიდგომა და ამიტომ ბიზნესის გაფართოება როგორც ადგილზე ისე ქვეყნის გარეთ გვსურს.
კომპანია 4 წელია, რაც თამარ მამაგულაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ილია ღლონტის თქმით, კომპანია საკმაოდ კონკურენტუნარიანია.
„კვების რაციონი დაფუძნებულია კონკრეტულ მეცნიერულ მიდგომებზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შეფმზარეული, მარაიმ ანთაური, არ ამზადებს რაციონები კონკრეტული კალორაჟით.ჩვენ მომხმარებლებს უზრუნველვყოფთ კონკრეტულად მათზე მორგებული რაციონებით, რომელთა შედგენაც დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგის რეკომენდაციით ხდება. ამასთან ვითვალისწინებთ მომხმარებლის გემოვნებას და ვთავაზობთ ისეთ რაციონს რაც მათთვის მისაღებია“.
კომპანია აქცენტს აკეთებს კეტო დიეტაზე, როგორც „კეტომანიის“ დამფუძნებელი ილია ღლონტი ამბობს, რომ ბოლო წლების გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, წონის კლებისთვის საუკეთესო ვარიანტი კეტო დიეტაა.
„რადგან კეტო-კვება შეიცავს ყველა საჭირო ნუტრიენტს რაც ორგანიზმს სჭირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს“, - ამბობს ღლონტი.
„კეტომანიის“ სერვისის მიღებამდე ხდება დეტალურ სამედიცინო ფორმის შევსება, რაც კომპანიას მომხმარებლებთან მიმართებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. როგორც დამფუძნებელი ამბობს, კომპანიისთვის პანდემიის პერიოდი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა, თუმცა 2023 წელსაც იყო ზრდა, რაც ძველ მაჩვენებელთან აახლოებთ.
„კეტომანიაში“ ამ დროისთვის დასაქმებულია 8 ადამიანი და კომპანიის სერვისის 99%-ს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის .
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა