დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვექნება სიახლეები, ჩვენი პროგრამების სხვადასხვა კომპონენტის ნაწილში - ოთარ შამუგია

გვექნება სიახლეები, ჩვენი პროგრამების სხვადასხვა კომპონენტის ნაწილში - ოთარ შამუგია

22-11-2023 13:19:51

ვაგრძელებთ იმ 15-მდე პროგრამას, რომელსაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს დარგის სხვადასხვა მიმართულების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში რიგით მე-9 დისკუსიის გამართვის შემდეგ განაცხადა, რომლის თემაც იყო „აგრარული პოლიტიკა საქართველოში“.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ფორუმი შედგა და საინტერესო საუბარი გვქონდა. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის სექტორში.

ჩვენ ვიმსჯელეთ სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ მიღწევებზე, თუ რა შედეგები გაქვს ბოლო წლების განმავლობაში, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ არაერთ პროგრამას ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერისთვის.

ვიმსჯელეთ ასევე თუ რა გამოწვევები გაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ 15-მდე პროგრამას, რომელსაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს დარგის სხვადასხვა მიმართულების მთელი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდასაჭერად.

გვექნება ასევე გარკვეული სიახლეები, ჩვენი პროგრამების სხვადასხვა კომპონენტის ნაწილში. ეს ბუნებრივი პროცესია, ვინაიდან ჩვენ არსებული საჭიროებების მიხედვით ფერმერებთან ერთად, ასოციაციებთან ერთად შეგვაქვს კონკრეტული ცვლილებები პროექტებში.

გვაქვს სიახლეები და გვექნება მომავალ წელსაც. მთავარია, სახელმწიფო გააგრძელებს აქტიურ მხარდაჭერას დარგის შემდგომი განვითარებისთვის, როგორც ტექნიკის მხარდაჭერის ისე გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შემდგომი გაფართოების მიმართულებით.

ასევე გაგრძელდება მხარდაჭერა მარკეტინგის ნაწილში, ჩვენი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის ბაზრების დივერსიფიცირების ნაწილში და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ტექნიკური დახმარება ჩვენი ფერმერებისთვის“- აღნიშნა მინისტრმა.

პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით.

მიმდინარე ღონისძიება პროექტ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში უკვე მეცხრე დისკუსიაა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დისკუსიების პარტნიორია ევროპის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies, მათ მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.

ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. პარტნიორობის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები