საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი1 2023 წლის ივლისში, 2023 წლის ივნისთან შედარებით, 0.6%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.6%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 8.7%-ით შემცირდა. ამის შესახებ PMC-ის ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
2023 წლის ივლისში თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიაში (16.3%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი მცხეთა-მთიანეთში (-11.9%).
2023 წლის ივლისში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 8.6%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.2%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 10.4%-ით შემცირდა.
2023 წლის ივლისში წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლში (19.8%), ყველაზე დაბალი კი თბილისში (-16.5%).
2023 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 174 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 267 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 132 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 498 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 894 ლარი შეადგინა, აჭარაში - 550 ლარი, თბილისში - 505 ლარი, ხოლო კახეთში - 466 ლარი.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.
უახლესი