HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს, ბიოლში, 15:00 საათზე წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ღონისძიების წარმდგენია თიბისი დაზღვევა.
ოგორც HR hub-ის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან აცხადებს, სამიტი მეექვსედ ტარდება და საზოგადოებას ტრადიციულად ბევრ სიახლეს ჰპირდება.
ღონისძიების ფასილიტაციას უზრუნველყოფს კომპანია – Teamboat-ი. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იქნება.
HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა წელს გუნდურობა იქნება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მსჯელობა საკითხებზე, თუ რა შეუძლია გუნდურ სულისკვეთებას, რა არის საჭირო სწორი გუნდის ფორმირებაში და როგორ აისახება ეს ყველაფერი კომპანიის შედეგებზე. აღნიშნული თემის გარშემო სპიკერების გამოსვლები და სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება.
,,წელს ღონისძიების კონცეფცია შევცვალეთ. ჯერ იქნება ვორქშოფები, რომლის შემდეგ მთავარი სცენა სპიკერების გამოსვლას დაეთმობა. მათი გამოსვლის პარალელურად არ განხორციელდება აქტივობები, რითაც შესაძლებელი გახდება, რომ ყველამ შეძლოს და მოუსმინოს გამომსვლელებს.
წინასწარ დაგეგმილი და გამოცხადებული ვორქშოფების გარდა, ნაწილი ე.წ „ღია სივრცის“ ფორმატით (Open Space Technology) გაიმართება, რომლის მხარდამჭერია პეპსიკო საქართველო. ეს არის შეხვედრის წარმართვის მეთოდი, რომელიც სამიტის ნებისმიერ მონაწილეს საშუალებას აძლევს თავადვე მოიფიქრონ თემა, გააერთიანონ, შემოიკრიბონ დაინტერესებული მონაწილეები და ვორქშოფს გაუძღვნენ“, - აცხადებს HR hub-ის დამფუძნებელი.
„ღონისძიების დამსწრეები გაეცნობიან გამოცხადებულ და შემდეგ უკვე ადგილზე დაგეგმილ ვორქშოფებს. შეუძლიათ, იქვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელ მათგანს სურთ დაესწრონ. სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. მონაწილეებს ექნებათ რუკა, შესაბამისად მარტივად მიხვდებიან რომელ სივრცეში რა აქტივობა არის დაგეგმილი. ფორმატის დეტალურ ახსნას ღონისძიებაზე მოისმენენ. სამიტზე მონაწილეებს ელოდებათ ძალიან ბევრი სიახლე და ისეთი აქტივობები, რომლებიც ჯერ არ ყოფილა. ღონისძიების ბოლოს კი ტრადიციულად მოეწყობა გათამაშება“, - აცხადებენ კომპანიაში.
დაინტერესებულ პირებს HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ 11 ივლისამდე შეუძლიათ. ბილეთის ღირებულება დღგ-ს ჩათვლით 354 ლარია. შესაძენად გადადით აქ: hrhub.ge/hr-business-summit2023
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ტონინო ლამბორგინის ყავა, საკონდიტრო ლილისის უგემრიელესი ტორტი, ნამცხვრები და სხვა ტკბილეული, გაამოს ორცხობილები, გასტრონომის პროდუქცია და ტყუპების საღვინე სახლის ღვინო.
ამდენად, წელს გამორჩეული და სიურპრიზებით დახუნძლული სამიტი ჩატარდება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Sfero.ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, Rembow.რემბოუ, Self.ge, ბლაუენშტაინი გასტრონომი, Tonino Lamborghini , ტყუპების საღვინე სახლი, გაამოს, BIA • ბია, Hotsale.ge, Grant Thornton Georgia, King David KD4US-ი.
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი, Business Insider Georgia, InterPressNews.ge, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა, რადიო იმედი.
ვორქშოპების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: workshops HYPERLINK "https://hrhub.ge/workshops2023/".
უახლესი