დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი 29 ივნისიდან იწყება

გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი 29 ივნისიდან იწყება

25-06-2024 16:42:00

გუდაურში ზაფხულის ტურისტული სეზონი 29 ივნისიდან იწყება. როგორც M.T.A Gudauri-ში განმარტავენ საბაგიროები - გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე  იმუშავებენ.

„გაატარე ზაფხული მთაში!

29 ივნისიდან, გუდაურში, ზაფხულის სეზონი იხსნება.

საბაგიროები - გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო იმუშავებს ყოველდღე, 11:00-დან 17:00 საათამდე.

აბონემენტი ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში. 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას გასული სეზონის მულტიქარდზე შეძლებთ.

დაგეგმეთ ზაფხული გუდაურში“, - აღნიშნულია  M.T.A Gudauri-ს ინფორმაციაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები