Marex-ისა და Mastercraft-ის ბრენდის წყლის ტრანსპორტის შეძენა უკვე საქართველოშია შესაძლებელი.GT Group-ი ბიზნესის დივერსიფიცირებას განაგრძობს და ამჯერად მომხმარებლებს სხვადასხვა სახის იახტების შეძენასაც სთავაზობს.
როგორც Business Insider Georgia-სთან GT Group-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა განაცხადა, საზღვაო ტრანსპორტზე ქვეყანაში მოთხოვნა იყო და ასე დაიბადა GT Marine. რეალურად თემურ უსტიაშვილმა საკუთარი ჰობი საქმიანობადაც აქცია და კომპანიამ ქვეყანაში პრემიუმ სეგმენტის იახტების შემოყვანა დაიწყო.
„ეს ბიზნესი დიდი ხანი არ არის რაც დავიწყეთ. პროექტზე ფიქრი დავიწყეთ 2 წლის უკან და 2023 წელს გავაფორმეთ კონტრაქტი Mastercraft-თან, რომელიც აწარმოებს სპორტულ კატარღებს, კატერებს.
MasterCraft-ის X26 შემოვიყვანეთ საქართველოში და დაახლოებით 1 კვირის უკან გავყიდეთ კიდეც.
რაც შეეხება მეორე ბრენდს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ ეს არის Marex-ი. Marex-ი ნორვეგიული კომპანიაა და მასთან კონტრაქტი 2 წლის უკან გავაფორმეთ. Marex-ი საშუალო ზომის იახტებს აწარმოებს და ჩვენ მას ყველაზე დიდი ზომის იახტა შევუკვეთეთ. საჩვენებელი იახტა, რომელიც წესით და რიგით საქართველოში ივლისში შემოვა, ეს არის არის Scandinavia 333, რომლის ნახვაც პოტენციურ მომხმარებლებს ადგილზე შეეძლებათ. Marex Scandinavia 333-ს სავარაუდოდ ბათუმის იახტ კლუბში განვათავსებთ, რათა დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული იახტა მარტივად ნახონ და დაათვალიერონ.
ჩემი ჰობია. უკვე 8 წელია მაქვს საზღვაო ტრანსპორტი და არა ერთ საზღვაო ტრანსპორტს ვფლობ. აქედან გამომდინარე ბაზარზე შემოთავაზებების ნაკლებობა, რომ იყო და მოთხოვნა ზოგადად ასე თუ ისე არსებობდა და ახლაც არის, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ გადაგვედგა ნაბიჯები და ამ ორი ბრენდის იახტები შეგვეთავაზებინა პოტენციური მომხმარებლებისათვის“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს GT Group-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა თემურ უსტიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ნორვეგიული კომპანია ზოგადად საკმაოდ ნიშურ პროდუქციას უშვებს, რომელიც რაოდენობრივად არ არის ბევრი.
„წარმოიდგინეთ 2 წლის უკან შევუკვეთეთ და მხოლოდ წელს დაიწყება აწყობა“, - აღნიშნა თემურ უსტიაშვილმა.
კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, GT Group-ი უკვე 15 წელზე მეტია საქართველოში საქმიანობს და მუდმივად ზრუნავს თავისი საქმიანობის გაფართოებაზე, განვითარებასა და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
კომპანიების ჯგუფმა საქმიანობა 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს GT Group-ის სახელით ჩამოყალიბდა.
GT Group-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კერძო კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. GT Group-ის ძირითადი ბიზნესი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
სატვირთო მანქანებისა და კომერციული მინი-ვენების იმპორტი და სასერვისო მომსახურება (ბრენდი: Ford TRUCKS, IVECO)
სამშენებლო ტექნიკის იმპორტი (ბულდოზერები, ბეკოლოუდერები, სხვადასხვა სახის დამტვირთველები და მანიპულატორები - ბრენდები: New Holland, MANITOU)
ტრაქტორების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტი და მომსახურება (ბრენდები: New Holland, KUHN, Gregoire Besson)
მაღალი ხარისხის ძრავის ზეთები და საცხებ-საპოხი მასალების (BP Castrol) იმპორტი და დისტრიბუცია
მუნიციპალური და სპეციალური ტექნიკის იმპორტი (სახანძრო მანქანები, ნაგვის მანქანები, ნაგავსაყრელის კომპაქტორები, ქუჩების სახვეტი და კანალიზაციის საწმენდი სპეცმანქანები, ავტობუსები, სათხილამურო ტრასების გრუმერები და თოვლმავლები - ბრენდები: Ford Trucks, Iveco, Isuzu, Hako, TANA, ASTRA-Iveco, Magirus, Prinoth, Arctic Cat).
დღეისათვის, ჰოლდინგი GT Group-ი სათავეში უდგას სამ შვილობილ ორგანიზაციას. ესენია, შპს ”ჯი-თი მოტორსი”, შპს ”ევროპროდუქტი” და ერთობლივი ქართულ-იტალიური საწარმო ”ჯი-თი ვინეა”.
შპს ”ჯი-თი მოტორსის” შექმნის იდეა დაიბადა 2007 წელს. ამ კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ავტომობილებით ვაჭრობა და გაყიდვის შემდგომი სერვისი. ”ჯი-თი მოტორსი” საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორებიცაა BMW, Ford, Land Rover, Jaguar და Suzuki.
კომპანიის ავტოსალონში (ე.წ. შოუ-რუმში) წარმოდგენილია დასახელებული ავტომწარმოებლების უახლესი მოდელები. იქვე ფუნქციონირებს მომწოდებელი ავტომწარმოებლების მოთხოვნის საფუძველზეა გამართული საავტომობილო მომსახურების სერვის-ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ავტო-დიაგნოსტიკური,მექანიკური დანადგარებით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
2005 წელს, ჰოლდინგში გაერთიანდა შპს ”ევროპროდუქტი”. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კვების პროდუქტების იმპორტ-ექსპორტი. შპს ”ევროპროდუქტი” თბილისში წარმოდგენილია სამი სუპერმარკეტით საბურთალოსა და ვაკეში.
2010 წელს, GT Group-მა დაიწყო საქმიანობა სამშენებლო სფეროშიც. კერძოდ, კომპანიამ განახორციელა სამშენებლო-საიზოლაციო, გადასახური მასალებისა და დეკორატიული, მოსაპირკეთებელი ქვების იმპორტი. აღნიშნული პროდუქცია წარმოებულია ისეთი ევროპული ბრენდების მიერ როგორებიცაა არიან GSE Leaning Technologies, Akeliaf (საიზოლაციო მასალები) და Tegola Canadese (სხვადასხვა ტიპის გადასახური და საიზოლაციო პროდუქცია).
GT Group-ს წამყვანი პოზიციები უკავია სატვირთო და სპეციალური ტექნიკის სფეროშიც. 2007 წლიდან კომპანიის მიერ მიწოდებული "Ford Trucks"-s სატვირთო და სპეცტექნიკა, აქტიურად გამოიყენება სამშენებლო და მუნიციპალური მომსახურების ბაზარზე.
GT Group-ის საქმიანობა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტსა და მომსახურებასაც. 2009 წლიდან, GT Group-ი საერთაშორისო კონცერნის, New Holland (FIAT Group)-ის, ექსკლუზიური დილერია საქართველოში და მის მიერ მიწოდებული ტრაქტორები, კომბაინები და სხვა სახის სასოფლო ტექნიკა, წარმატებით გამოიყენება საქართველოს რეგიონების სასოფლო-სამეურნეო პროექტებში.
უახლესი
2 წუთის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა57 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა2 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა