GREDA-პროექტების მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა 5-16 ოქტომბერს ქალაქ ბუქარესტში გამართულ მზის ენერგიისა და ენერგიის შემნახველი მოწყობილებების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
GREDA-პროექტების მენეჯერმა დამსწრეებს საქართველოს მზის ენერგიის უზარმაზარი პოტენციალის შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია და საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
CISOLAR კონფერენცია და გამოფენა უკვე მე-12 წელია მთავარ პლატფორმას წარმოადგენს ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მზის ენერგიის და ენერგიის შემნახველი სისტემებით დაინტერესებული პირებისთვის.
უახლესი