სასტუმრო ,,გორი ინნ"-ის ტერიტორიის მიმდებარედ მაისში სადღესასწაულო სივრცე ოფიციალურად გაიხსნება.
Inn ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას თქმით, კარავი 1996 წლამდე, გორში არსებული ცირკის შენობის ფორმისაა. სივრცე 600 კვ.მ.-ს მოიცავს და 400-ზე მეტ ადამიანს იტევს.
„აქტიური ტურისტული სეზონი საქართველოში მაისიდან იწყება. შესაბამისად, აქტიურობის ზრდას განსაკუთრებით ამ პერიოდიდან ველოდებით. ვაპირებთ გავხსნათ კარავი, რომელიც იქნება სადღესასწაულო-საღონისძიებო ადგილი და სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდ ინტერესს გამოიწვევს.
კარვის მოცულობა 600 კვ/მ-ია, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სახის გასართობი სადღესასწაულო და სხვა სახის ღონისძიება, მათ შორის, ქორწილები. კარავი დამსვენებლებს ინდივიდუალურადაც მოემსახურება.
საღამოობით სტუმრები გართობას შეძლებენ, მაგრამ ამავე დროს ხშირად მოეწყობა დიდი ღონისძიებები, სადაც ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებს მოვიწვევთ.
ტარიფი ღონისძიების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. ვცდილობთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ამუშავდება რესტორანი, რომელიც გათვლილია არა მხოლოდ ჩვენი დამსვენებლებისთვის, არამედ გარედან შემოსული ", - ამბობს ერეკლე კოკაია Business Insider Georgia - თან.
იმ ადგილას, სადაც „გორი ინნ“-ი მდებარეობს, ცირკის შენობა იყო, რომელიც წლების წინ დაიწვა. ამიტომ კარავი სიმბოლურად ცირკის ფორმისაა. თავდაპირველი ინვესტიცია 20 მლნ ლარია, რომლის თანადაფინანსების წილი ,,აწარმოე საქართველოსაც" ეკუთვნის.
რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, კოკაიას თქმით, ,,გორი ინნ" ამ ეტაპზეც დატვირთულია და ძირითადად ადგილობრივ დამსვენებლებს მასპინძლობს.
აქტიურ სეზონის დაწყებას „ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი მაისიდან ვარაუდობს. ამ ეტაპზე სასტუმროში დასვენების საფასური 300 ლარია, თუმცა მაღალი დატვირთულობიდან გამომდინარე, ზაფხულში ფასი მოიმატებს.
უახლესი
2 წუთის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა