დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გლდანის გამგეობამ ორ მისამართზე სკვერის მოწყობა დაასრულა

გლდანის გამგეობამ ორ მისამართზე სკვერის მოწყობა დაასრულა

13-10-2023 15:52:52

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N2-N4 და მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსებთან არსებული დაზიანებული სკვერები სრულად რეაბილიტირდა.  

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.  ორივე სკვერისთვის, ჯამში, 469 911  ლარი დაიხარჯა. 

ამასთან, მერვე მიკრორაიონის N1 საცხოვრებელ კორპუსებთან 16-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა  და ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცე მოეწყო.

დასრულებულ პროექტებს  გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები