დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“

გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“

30-05-2024 14:24:00

„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობადასრულდა. ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე  ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უახლესიტექნოლოგიებით აგებულ, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მქონე კონსტრუქციას წარმოადგენს“,  - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე  უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დასრულებას. ხიდი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. 

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ვაკე-საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელიმონაკვეთი ყველაზე გადატვირთული მიმართულებაა და ახალი ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავსსაავტომობილო მოძრაობას და შეამცირებს ქალაქში არსებულ საცობებს.

ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიცუკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაოზოლისგან შედგება. საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარეგანათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდასაიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის  საფარი. ამას გარდა, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები როგორც უნივერსიტეტის ქუჩის, ასევე ბაგების დასახლების მხრიდან.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები