ღვინის ეროვული სააგენტო განმარტავს, რატომ გაუუქმა შპს "ქართულ ფესვებს" ხელშეკრულება. სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში 115 კომპანიაა ჩართული. მათ შორის, კლიმატური პირობებისგან დაზიანებული ყურძნის რეალიზების მიზნით სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" აკონტრაქტებს სხვადასხვა ღვინის კომპანიებს საჭიროებისამებრ მევენახეებისგან ყურძნის შეუფერხებლად (90 თეთრად) ჩაბარების მიზნით.
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდიდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა.
აღნიშნულ კომპანიას, შპს "ქართულ ფესვებს" 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1-ელ სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.
მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ "ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე შესაბამისად არ არსებობს არც ხელშეკრულება. წელს, როგორც არაერთხელ გაცხადდა რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რამაც დღის წესრიგიდან მოხსნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საწარმოს მიერ ყურძნის შესყიდვა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა, ხელშეკრულების გაწყვეტა“, - ნათქვამია განცხადებაში. .
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს "ქართულ ფესვები“ 2019 წელს დარეგსტრირდა. კომპანიას ორი პირი ფლობს - თამარ ალუღიშვილი 50% და ტარიელ ღარიბაშვილი 50%.
უახლესი
9 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს11 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა13 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება