დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში საფერავის მესამე ფესტივალი „საფერიკა” გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში საფერავის მესამე ფესტივალი „საფერიკა” გაიმართა

13-06-2024 04:39:00

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციისსაფერიკაორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალისაფერიკაგაიმართა.

ფესტივალზე  წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშებისყურძენი აქვთ გაშენებული და მსოფლიოში ცნობილი ქართული ვაზის ჯიშის ღვინოებს აწარმოებენ. 

ფესტივალზე მოწვეული იყვნენ „საფერიკასღვინის ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის, HoReCa სექტორისა დამედიის წარმომადგენლები და ღვინის მომხმარებლები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გაცნობოდნენ ქართულსამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევესაქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8 ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ფესტივალს იმპორტიორების, დისტრიბუტორების და სომელიეების ჯგუფი დაესწრო, ხოლო კომპანიის „Colangelo&Partners“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერმა მერიონ ჰელუიმ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

რგანიზაციასაფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია აშშ-ის მასშტაბით ქართული ყურძნისჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია. ფესტივალისაფერიკაც“ პირველად 2022 წელს ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია  - ერთი ლიტრის ქართულიღვინის საშუალო ფასი 6,15 აშშ დოლარია. შესაბამისად, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება; ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება. აღნიშნულმა აქტივობებმა უზრუნველყო ქართული ღვინის ცნობადობისა  და ექსპორტის ზრდა აშშ-ის ბაზარზე; მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 486 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. აშშ ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები