დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებისთვის აჭარაში მედიატური გამართა

გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებისთვის აჭარაში მედიატური გამართა

15-11-2023 19:23:00

საქართველოსა და გერმანიის  განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ელჩმა ერნსტ პეტერ ფიშერმა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის მედიატური გამართა.

ღონისძიების ფარგლებში გერმანიის ელჩმა და ბათუმის ვიცემერმა ლევან დავითაძემ KfW ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული წყლისა და წყალარინების რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, კერძოდ მახინჯაურის წყლის რეზერვუარი, ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები და სანიაღვრე სატუმბი სადგური მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ დაიწყო პროექტების V ფაზის განხორციელება, რაც წყალარინების გამწმენდი ნაგებობების გაფართოებას, სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 78.8 მილიონი ევრო დაიხარჯება.

 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები