ავიაკომპანია Georgian Airways-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე თბილისს და მილანს შორის ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს. როგორც ავიაკომპანიაში განმარტავენ, თბილისი-მილანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ,ყოველ სამშაბათს და პარასკევს შესრულდება.
„გაცნობებთ, რომ მილანის მიმართულებით, ფრენები გაგრძელდება ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს.
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ვებსაიტს“, - განმარტავენ ავიაკომპანიაში.
უახლესი