მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ფონზე საქართველოს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელი - GEFM გადაიხედა და 2024 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9,3%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ “იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9,3%-ია, თუმცა ოპტიმისტური სცენარით 9,8%-ი.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე და მიმდინარე ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრეს ასევე პოლონეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
„პოლონეთის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ( GEFM ). ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ემყარება გაეროს მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ანალოგს და სწორედ მის საფუძველზეა ის შედგენილი. შესაბამისად განახლებული პროგნოზით, საქართველოში 2024 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება 9,3%. წლის დასაწყისში კი 6%-ის ფარგლებში იყო ნავარაუდევი. ოპტიმისტური სცენარით კი 9,8%-ი იქნება, რა თქმა უნდა ამ ხნის განმავლობაში რომ ინფლაცია მოსალოდნელია, რომ იქნება 3%-ის ფარგლებში. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სავარაუდოდ კვლავ შემცირდება. ინვესტიციების სტატისტიკური მაჩვენებლები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. ასევე პოზიტიურია ტურიზმის პროგნოზი და ველოდებით ფისკალური დეფიციტის შემცირებას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საგულისხმოა, რომ 2024 წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზით, GEFM-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტური პროგნოზი 7.2%, ხოლო საბაზისო სცენარით 6.3%-ი იყო.
ცნობისათვის, GEFM მოდელი საქართველოში პირველად, ოფიციალურად მიმდინარე წლის აპრილში დაინერგა. ეს მოდელი ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ და ვალიდურ გაეროს ეკონომიკური პროგნოზირების მოდელის (UN WEFM) მეთოდოლოგიას.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა