ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 059 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლები) 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტი).
საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების 73.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 9.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 337.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტი) 1 465 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.5 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.
უახლესი